აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა აშენდება. ასევე, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. 2025 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 30 საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. კურორტ გოდერძიზე დასრულდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც შპს „გოდერძი რეზორტი“, კურორტების განვითარების სააგენტო, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი – გაზსადენი მოიცავს ბათუმი-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთს, საიდანაც უკვე დასრულებულია ბათუმი-ხულოსა და გოდერძის უღელტეხილი-კურორტ „გოდერძის“ მონაკვეთები. პირველ ეტაპზე სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა, რაც 11 900 აბონენტის გაზიფიცირებას მოიცავს. მეორე ეტაპი კი გულისხმობს ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე 54 კმ საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას, რითაც დამატებით კიდევ 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. მიმდინარეობს სოფლების დაქსელვის სამუშაოები.