აჭარის მთავრობის სხდომა

მიმდინარე წელს, საინვესტიციო პაკეტი აჭარაში 6 მილიარდს მიაღწევს – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც 43 პროცენტით გაიზარდა, განსხვავდება საერთო საინვესტიციო პორტფელისგან და რეგიონში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის გაზრდილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დააანონსა, რომ ე.წ. მუყაოს ქალაქში კორპუსების მშენებლობა თებერვალში დაიწყება. უახლოეს დღეებში კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიმდინარე წელს გაიზრდება განათლების სფეროში დასაქმებულთა ხელფასიც.