აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას აანონსებს.

ამის შესახებ განცხადება თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში, აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე გააკეთა. კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების პარალელურად, რიჟვაძე საკადრო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. მას არ დაუკონკრეტებია, რა მიმართულებით გატარდება საკადრო ცვლილებები, მისი განცხადებით, ეს მუშაობის პროცესში გამოჩნდება. რიჟვაძემ მთავრობის წევრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ითანამშრომლონ უწყებებთან, რომელთა კომპეტენციაც კორუფციული ფაქტების გამოვლენაა.