აჭარის მთავრობის სხდომა

12:22, 31.10.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუჯეტის შესრულება, 2027 წლის პრიორიტეტები და მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს. მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოებასა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

რეგიონში გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების, ფრენებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. აქტიურად მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაში ზამთრის სეზონისთვის მზადება – გზებისა და კონუნიკაციების მოწესრიგება. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მზადების პროცესსა და მოსავლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებზე, რომლის ფარგლებშიც, რეგიონში უახლოეს პერიოდში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

მსგავსი