აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. ყურადღება გამახვილდა მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე; საუბარი შეეხო ტურისტული ლოკაციებისა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის საკითხებს და მთის კურორტების მიმართულებით დაგეგმილ სამუშაოებს. მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებას რამდენიმე ახალი ინიციატივაც გააცნო. მათ შორის კურორტ გოდერძისა და ხულო-თაგოს მიმართულებით ახალი საბაგირო გზების მოწყობის პროექტი.