აჭარის მთავრობის სხდომა

15:21, 30.06.2026

ცოტა ხნის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. ზურაბ პატარაძემ რეგიონში ახალდაწყებული ტურისტული სეზონი შეაფასა და ტურიზმის გაძლიერებასა და მის ხელშეწყობაზე ისაუბრა. რეგიონის პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები – სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკის ზრდაზე გამახვილდა. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა შემოვლითი გზების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც რეგიონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. პატარაძის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტი მოსახლეობის კეთილდღეობაა.

მსგავსი