აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის პრიორიტეტებზე, მიმდინარე წლის პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრეს. მთავარ ამოცანად სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა დასახელდა. აღინიშნა, რომ წლის განმავლობაში ჯანდაცვის პროგრამებით 100 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. მომავალ წელს სპორტის დაფინანსებაც მოიმატებს. აქცენტი გაკეთდა ტურიზმის განვითარებაზე.