აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დასრულდა. კანონის თანახმად, პროექტს განხილვისა და დამტკიცებისთვის, უმაღლეს საბჭოს დღეს გადაუგზავნიან. როგორც მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რეგიონის ეკონომიკა მდგრად ეფექტურ და სტაბილურ განვითარებას განაგრძობს, ბიუჯეტის ზრდა კი ნიშნავს რეგიონში კიდევ უფრო მეტ პროგრამას, სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საგანმანათლებლო მიმართულებებით.