აჭარის მთავრობის სხდომაზე რეგიონში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს. ქედის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სახლის მშენებლობა იწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინა სატენდერო პროცედურები. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბინები 100-მდე ეკომიგრანტ ოჯახებს გადაეცემა.
სოციალური სახლების მშენებლობები აქტიურად გრძელდება ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშიც. სარეზერვო ფონდიდან ასევე, გამოიყო 7 მილიონ ნახევარი ლარი საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებში, 700-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გაეწია დახმარება.