აჭარის მთავრობის სხდომა

გზავნილები, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მოსახლეობისგან მიიღო, სრულად არის გაანალიზებული და ხელისუფლებას ექნება ადეკვატური რეაქცია, – ეს განცხადება დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მოქალაქეების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არც ერთი თანამდებობის პირს ეპატიება და ის პირადად გააკონტროლებს, რომ მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.