აჭარის მთავრობის სხდომა

თურქეთში სეზონურად თვითდასაქმებულებზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცემა – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რეგისტრაცია 15 ივლისს დასრულდება. მისივე თქმით, იჯარის გადასახადისგან ხუთი თვით გათავისუფლდებიან ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები, ასევე, თვითმმართველობები განიხილავენ ტურისტულ სეზონზე მოიჯარეებისთვის პირდაპირი წესით საშეღავათო პირობებით ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს. რიჟვაძის თქმითვე, დასრულდა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა. მაღალმთიან აჭარაში დაზარალდა 900-ზე მეტი ფერმერი, რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. რიჟვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოც პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას დაამტკიცებს. მან პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც შეაჯამა. მთავრობის სხდომაზე სამი საკითხი განიხილება, მათ შორისაა სამზადისი ეროვნული გამოცდებისთვის და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. ბათუმში ოთხი საგამოცდო ცენტრი იქნება, რეგისტრირებულია 8 ათასამდე აბიტურიენტი.

დატოვე კომენტარი