აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება

აჭარაში კორონავირუსის პრევენციისთვის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოიყო. თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სტრატეგიული მარაგების შევსებისთვის გადაეცემა. თორნიკე რიჟვაძე პრევენციის ფარგლებში მოქმედ სამუშაო ჯგუფის წევრებსაც შეხვდა, რომლის შემადგენლობაში შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მუნიციპალიტეტების მერები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.