აჭარის მთავრობის დამტკიცება

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალი თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე რიგგარეშე სესია უნდა დაიწყოს. თორნიკე რიჟვაძეს და მის მთავრობას დასამტკიცებლად  11 ხმა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში 14 მანდატს ფლობს, კენჭისყრის დროს მმართველი პარტია გართულებებს არ ელოდება.

ხმის მიცემის დაწყებამდე კი დებატებია დაგეგმილი, რა შეკითხვები აქვთ კანდიდატების მიმართ უმრავლესობასა და ოპოზიციაში, ამას უკვე მერაბ წულუკიძე გაგვაცნობს.