აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის დამტკიცება
საკადრო ცვლილებები შეეხო აჭარის რეგიონს. უკვე მეორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა. უმაღლესმა საბჭომ სულხან თამაზაშვილის შემცვლელი, 13 ხმით დაამტკიცა. უცვლელი დარჩა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს. ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს 2016 -18 წლებშიც იკავებდა. აქვს დიპლომატიური სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2018 წლიდან ამ დრომდე იყო აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი. თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
როგორია ზურაბ პატარაძის ხედვა რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით და რომელი მიმართულებები სახელდება პრიორიტეტად – მერაბ წულუკიძე ბათუმიდან.