აჭარის მაუწყებლის განცხადება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის პასუხი „ევროპულ საქართველოს“.

ტელეკომპანიის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმდინარე აქცია პოლიტიკურად მართულია. აჭარის ტელევიზიის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსი, ემზარ პაქსაძე ამტკიცებს, პროტესტში მონაწილე ორივე პირი ცესკო-ს მონაცემებით, დღესაც „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან და ატარებენ პარტიულ ინტერესს. პაქსაძე მიიჩნევს, რომ სწორედ პოლიტიკური დაკვეთის შედეგია აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე აქციები.