აჭარის მაღალჩინოსნების დაკავება 

აჭარაში დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დუმილის უფლებას იყენებს ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი. ვიცე მერი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და სხვა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა. ისინი ფაქტის სიმძიმეზე მიუთითებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დაკავებების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურმა ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძოს მუშაობა.

თეა აბსარიძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი