აჭარის კულტურის მინისტრის ვიზიტი სომხეთში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი ერევნის ჩაიკოვსკის სახელობის პროფესიულ მუსიკალურ სკოლაში მასტერკლასებით დაიწყო. სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მოუსმინა და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარა. ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ასევე კულტურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ ,,ბათუმის” მონაწილეობით გაიმართება კონცერტები ,,მუსიკალური ბათუმი” ერევანსა და ვანაძორში, რომლებიც მიეძღვნება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია lI-ის ხსოვნას.