თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე წარადგინა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო დარგობრივი სამინისტრო – კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებელ სამინისტროდ ყალიბდება. ელისო ბოლქვაძე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. არის იუნესკო-ს მშვიდობის ელჩი, ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა მაია ხაჯიშვილს, რომელიც განათლებასა და სპორტთან ერთად, კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. მაია ხაჯიშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრად აგრძელებს საქმიანობას.