რეკორდული ბიუჯეტი აჭარისთვის – 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, თანხა მილიარდ ლარს აღემატება. რეგიონისთვის მთავარი პრიორიტეტი წელსაც ტურიზმია, ისევე როგორც ფინანსური სარგებლის მთავარი წყაროც. აჭარის ბიუჯეტი კვლავ უზრუნველყოფს ცენტრალური დაფინანსების მიღმა დარჩენილ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, ძვირადღირებულ ოპერაციებს და სხვა სამედიცინო მომსახურებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ინფრასტრუქტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა, სოლიდური თანხები ამ მიმართულებით მომავალ წელსაც დაიხარჯება, თუკი აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წარმოდგენილი პროექტის სახით დაამტკიცებს.
მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე ბათუმიდან #მოამბერეგიონები