აჭარის ბიუჯეტის განხილვა

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

„ქართული ოცნების“ შეფასებით, ბიუჯეტი დაბალანსებული და უპრეცედენტოდ გაზრდილია. ფინანსური დოკუმენტის პროექტით მომავალი წლის ბიუჯეტი 2023 წლისას 153 მილიონი ლარით აღემატება.

ფინანსური დოკუმენტის პროექტს ოპოზიცია აკრიტიკებს. მათი განცხადებით, აჭარის მთავრობამ ვერც ერთი წინა წლის ბიუჯეტის შესრულება შეძლო და ახლაც „ქართული ოცნების“ წევრები ციფრებით მანიპულირებას ცდილობენ.