აჭარაში მთავრობის დამტკიცება

უკვე რამდენიმე საათია, აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალი თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კანდიდატებს ოპოზიციის შეკითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა.

თორნიკე რიჟვაძეს და მის მთავრობას დასამტკიცებლად  11 ხმა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს. რიგგარეშე სხდომას მერაბ წულუკიძე ადევნებს თვალს და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება – რა ხდება ამ წუთისთვის სესიაზე.