აჭარაში განახლდა ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარაში განახლდა როგორც სახელმწიფო, ასევე საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ქალაქში მიმდინარე პროექტები მოინახულა. თორნიკე რიჟვაძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.