აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა

ტაშით გააცილეს ბოლო ორი განკურნებული პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფადან“.

მთელი რეგიონის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულები აღარ რჩებიან. შესაბამისად, აჭარას ახლა მწვანე ზონის სტატუსი აქვს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ორივე, კლინიკაში საკარანტინო სივრციდან შევიდა. მათ მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ. გუშინ კი საავადმყოფო ოვაციების ფონზე დატოვეს.

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. ჯამში, რეგიონში კოვიდ-19  70-მა პაციენტმა დაამარცხა, გარდაიცვალა – ორი.