„ACD ფრაქცია 2“ - არარეგისტრირებული პრეპარატი პარლამენტში

ძიების დაწყებიდან მეორე დღეს ისევ უცნობია, ვინ შეიტანა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაუდგენელი ნივთიერება.

ფაქტმა საპარლამენტო მუშაობის განრიგზე დღესაც იმოქმედა. მძაფრი სუნის გამო პლენარული სხდომის შეწყვეტა გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო, მმართველი გუნდის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ გაურკვეველი სითხე პარლამენტის შენობაში ოპონენტებმა შეიტანეს. თუმცა, მათ მიერ დასახელებული დეპუტატები, ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია ჯერ არ დაუკითხავთ.

გაურკვეველი სითხის შემადგენლობის დადგენას გამოძიება ამ წუთებშიც ცდილობს. მანამდე კი სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება გუშინ გამოყენებული სავარაუდო ნივთიერების სახელი, რომელიც საკმაოდ მძიმე გართულებებს იწვევს.