აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია

პირვანდელ იერსახეს იბრუნებს თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და უძველესი ისტორიული შენობა.

აბრეშუმის მუზეუმში რესტავრაციის პროცესი ფინალურ ეტაპზეა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში მეაბრეშუმეობის ტრადიციების და ისტორიის ამსახველ უნიკალურ კოლექციებს ინახავს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შენობაში უნიკალური მხატვრობა აღმოაჩინეს, რომელიც პირვანდელი სახით უკვე აღადგინეს. რესტავრაცია ორ თვეში უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, აბრეშუმის მუზეუმის ფონდებში დაცულ უნიკალურ მასალებს გაეცნონ.