აბრეშუმის ფესტივალი ახმეტაში 

სოფელ აწყურში აბრეშუმის ფესტივალი გაიმართა – ღონისძიება აბრეშუმის საშრობის ისტორიულ შენობაში მოეწყო. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივების მიერ წარმოებული აბრეშუმის პარკი და მისგან დამზადებული სუვენირები, ხელოვნების ნიმუშები, კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო  ნივთები.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ აბრეშუმის წარმოების ისტორიას და ახმეტელი მეაბრეშუმეების  ნამუშევრებს.  ფესტივალი პირველად ჩატარდა და ორგანიზატორების თქმით, ტრადიციად იქცევა.