აბიტურიენტების ჩარიცხვების სტატისტიკა – სიახლეები სტუდენტებისთვის

21:22, 25.08.2026

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – წელს სტუდენტი 34 150 აბიტურიენტი გახდა. მათი ნახევარი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა, რაც ნიშნავს, რომ, ცოტა ხნის წინ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, ქულათა რაოდენობის მიუხედავად, მათი სწავლა სრულად დაფინანსდება.

წელს აბიტურიენტებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტებში სასურველ სპეციალობებთან ერთად, პროფესიულ სასწავლებლებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებიც შემოეხაზათ. ამ გზით პროფესიულ კოლეჯებში წელს 3 000-ზე მეტი ახალგაზრდა მოხვდა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რომელ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე იყო წელს ყველაზე მაღალი მოთხოვნა.

მსგავსი