„აბესალომ და ეთერის“ პრემიერა პარმის თეატრში

21:50, 12.05.2026

ქართული საოპერო შედევრი ოპერის სამშობლოში – 9 და 10 მაისს იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა.

ქართული საოპერო ხელოვნების უმნიშვნელოვანესმა ნაწარმოებმა, იტალიური აუდიტორიის განსკუთრებული ოვაციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა. სპექტაკლში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, ახალგაზრდა მომღერლები, გუნდი და იტალიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი მონაწილეობდა. საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი, პირველი ლედი, პარმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პროექტის ფარგლებში ჩაინიშნა, რომელიც  საერთაშორისო სცენებზე, ეროვნული საოპერო შედევრების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

მსგავსი