„აბესალომ და ეთერის“ პრემიერა პარმის სამეფო თეატრში

22:15, 08.05.2026

ქართული საოპერო შედევრი იტალიაში – „აბესალომ და ეთერი“ პარმის სამეფო ოპერის თეატრის სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

ზაქარია ფალიაშვილის ცნობილ ოპერას, რომელმაც წინა საუკუნის დასაწყისში ქართულ საოპერო ხელოვნებას ჩაუყარა საფუძველი, ამჯერად ვერდის მშობლიურ ქალაქ პარმაში ნახავენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი მსოფლიო მასშტაბით ეროვნული საოპერო მუსიკის პოპულარიზაციას განაგრძობს. ამჯერად დასი იტალიაში იმყოფება და ხვალინდელი სპექტაკლისთვის ემზადება.

 

მსგავსი