„აბესალომ და ეთერი“ – პრემიერა პარმაში

12:32, 10.05.2026

იტალიაში, პარმის სამეფო საოპერო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერის, „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა. ვერდის მშობლიური ქალაქის ყველაზე კრიტიკულმა პუბლიკამ ოვაციებით და აპლოდისმენტებით შეაფასა ქართული საოპერო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. სპექტაკლში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, ახალგაზრდა მომღერლები, გუნდი და იტალიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი მონაწილეობდა. „აბესალომ და ეთერის“ მორიგი წარმოდგენა დღეს გაიმართება. საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი, პირველი ლედი, პარმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მსგავსი