ABC News – უკრაინა აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე შეთანხმდა

18:01, 25.11.2025

უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე შეთანხმდა. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ეიბისი ნიუსს“ განუცხადა. „უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. არსებობს რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც გასარკვევია, მაგრამ ისინი დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას“, – განუცხადა წყარომ ამერიკულ მედიას. აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი აბუ დაბიში რუსეთის დელეგაციასთან მართავს მოლაპარაკებებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში აშშ-ის და უკრაინის მოლაპარაკებებზე, ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა.

მსგავსი