აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა

12:21, 05.09.2026

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. ახალი გზის მთავარი მიზანია, სატრანზიტო ავტოტრანსპორტმა აღარ გაიაროს უშუალოდ დაბა აბასთუმანში, რაც შეამცირებს კურორტის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მისი უნიკალური ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას. შემოვლითი გზის მშენებლობა რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს: კლდოვანი გრუნტების დამუშავებას, ბურღვით სამუშაოებს, ფერდობების სტაბილიზაციასა და გზის სავალი ნაწილის გაფართოებას. პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-ა მეტრიანი საგზაო გვირაბი. ჯამში გათვალისწინებულია ექვსი ახალი ხიდის მოწყობა. მათგან მდინარე აბასთუმანზე სამი ხიდის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

მსგავსი