აბაშიძე-კარასინის შეხვედრა - შეფასებები

რუსეთის პირველი დიპლომატი საქართველოს კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის  შეხვედრიდან მეორე დღეს სერგეი ლავროვის მოადგილის ტონი მუქრისშემცველია.

მოსკოვი ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ტემპებით არის გაღიზიანებული და საპასუხო ზომებს არ გამორიცხავს. ამ კონტექტსში კარასინი უკრაინაში 2014 წელს განვითარებულ მოვლენებთანაც კი ავლებს პარალელს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების ბოლოდროინდელ განცხადებებსაც იწუნებს და ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რეგიონულ კეთილგანწყობას შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.