აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

გრიგორი კარასინი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას უახლოეს დღეებში ვარაუდობს.

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. მოლაპარაკების დღევანდელი რაუნდის მიმართ ინტერესს ის გარემოებაც ზრდიდა, რომ შეხვედრა ივნისის მოვლენების შემდეგ პირველად გაიმართა. მხარეთა საუბარი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ცნობილი ტრავმატოლოგის საქმით დაიწყო. დაკავებების განმეორების თავიდან ასაცილებლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურების აუცილებლობაზე მიუთითებს. დღის წესრიგში იყო ქვეყნებს შორის ივნისის მოვლენების გამო შეჩერებული ავია-მიმოსვლის აღდგენის საკითხიც. ფრენების განახლების თარიღი დღეს არ დასახელებულა.

ჩართვა პრაღიდან, – ნათია ქენქაძემ მოისმინა ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარები.