აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

ქართველი ექიმის დაკავება იქნება ერთ-ერთი საკითხი, რასაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განიხილავენ. აუდიენცია ხვალ გაიმართება. ზურაბ აბაშიძე უკვე პრაღაში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, აცხადებს, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხების გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებს.