აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

21:41, 01.10.2018

წერილობითი განცხადების შემდეგ მოსკოვი გაერო-ში საქართველოს პრემიერის გზავნილების გამო უკმაყოფილებას ამჯერად პრაღაში აფიქსირებს.

ჩეხეთში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი დასრულდა. სერგეი ლავროვის მოადგილემ ოფიციალურ თბილისს ამჯერადაც საოკუპაციო რეჟიმებთან დიალოგისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ე.წ. ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიების შედგენა სახიფათოა.

შეხვედრის შემდეგ მხარეები პოზიტიურ შედეგებზეც საუბრობდნენ. მათ შორისაა ერთ მილიარდ დოლარამდე ასული სავაჭრო ბრუნვა, ტურისტების რაოდენობის ზრდა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა.

მსგავსი