აბაშაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

აბაშაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს მდინარე რიონში ამ დრომდე ეძებენ.

ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მათი შვილის მეგობარი იყო. ისინი მკვლელობას რამდენიმე თვის წინ მეგობრებს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ.

დაკავებულები აბაშის რაიონის მაცხოვრებლები არიან. მათ დანაშაული უკვე აღიარეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.