პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე წარადგინა

15:02, 08.01.2018

საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს წარადგენს.  ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იწყება  და მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე წარადგინა. ანა დოლიძე აღნიშნულ პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებს.

მსგავსი