„აქ ერთად ვართ“-ეროვნული არქივის საექსპოზიციო დარბაზში ფოტოგამოფენა გაიხსნა

„აქ ერთად ვართ“- ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საექსპოზიციო დარბაზში გაიხსნა.

ექსპოზიციაზე, საქართველოს ეროვნულ არქივში, ლიტერატურის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული უნიკალური ფოტომასალებია წარმოდგენილი, რომელიც აფხაზეთის რეგიონში საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსებისა და ხელოვანების ურთიერთობებს ასახავს.

გამოფენა ერთგვარი გზავნილია, საერთაშორისო საზოგადოებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების აღდგენა.

ექსპოზიცია 23 მაისს დაიხურება.