განგაშის უმაღლესი დონე სამხრეთ კორეაში

ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ამ დროისთვის, ვირუსით, სამხრეთ კორეაში ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, 600-ზე მეტი კი ინფიცირებულია.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს მიმართავს იტალიაც, კერძოდ კი, ჩრდილოეთ რეგიონები, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

პრევენციული ზომები ტარდება ირანში, სადაც ვირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთმა ირანთან საერთო საზღვარი დროებით დახურა.

ბოლო მონაცემებით, ვირუსს 2 462 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი, 78 800-ს აღემატება.