90 წელი სვანეთის ისტორიის სადარაჯოზე

21:30, 11.10.2026

უნიკალური ბუნებითა და უძველესი ტრადიციებით გამორჩეული სვანეთის ხიბლი მხოლოდ დღევანდელობა არ არის, ამაში დასარწმუნებლად მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს უნდა ესტუმროთ. სივრცე, რომელიც საუკუნეზე მეტია უნიკალურ მემკვიდრეობას ინახავს, დროში მოგზაურობის საუკეთესო შესაძლებლობაა. სვანეთის კულტურის, იდენტობისა და ყოველდღიურობის ამსახველი ექსპონატები წარსულის სინამდვილეს აცოცხლებენ: აქ ნახავთ უნიკალურ ხატებს, ძვირფასი ლითონის ჯვრებსა და სასულიერო ტექსტებს. წერილობითი მემკვიდრეობის ნამდვილი საგანძურია ადიშის ოთხთავი, რომელიც ზემო სვანეთში ოთხი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა. იშვიათ ექსპონატებს შორისაა დავით აღმაშენებლის ეპოქის ვერცხლის მონეტა, მე-12 საუკუნის ბიზანტიური ნაქარგი ხატი და მე-13 საუკუნის ვენეციური ჯვარი.

მესტიაში დაცული მემკვიდრეობა ნათია ქენქაძისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟში.

მსგავსი