9 წლის მოზარდს ბათუმში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

12:03, 11.03.2018

9 წლის მოზარდს ბათუმში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დედათა და ბავშვთა ცენტრში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

მსგავსი