9 მაისი – ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა ფოთშიც. თარიღთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამასთან, ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს, ფულადი წახალისების სახით, 300 ლარი გადაეცა.