9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

ისტორიული თარიღი. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დილიდან ხალხმრავლობაა.

ადგილზე ამ წუთებში პრეზიდენტს ელოდებიან. მანამდე ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.