9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე

21:06, 09.05.2026

81 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – დღე, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგის ათვლა დაიწყო. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 300 ათასამდე დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული – საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ყველაზე მეტი მსხვერპლი ჰყავდათ. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში დილიდან ხალხმრავლობა იყო, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები მილოცვებს იღებდნენ. ამ დროისთვის ქვეყანაში ომის 46 მონაწილე ცხოვრობს.

გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟი მძიმე და გამარჯვების სიხარულით სავსე ისტორიებით.

მსგავსი