9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე

18:13, 09.05.2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სახლში ესტუმრა. გიორგი ჯინჭარაძემ ორესტი ბერულავას 9 მაისი მიულოცა, თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ერთადერთი ვეტერანი 2 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

მსგავსი