9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აბაშის მერთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კაჭარავას მიულოცა. დავით კაჭარავა 104 წლისაა. მას სამი შვილი, რვა შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი ჰყავს. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ცენტრალური ხელისუფლებისგან 2 000, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლებისგან 1 500 ლარი მიიღო.