9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა – ომში, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, 300 ათასი კი უკან არ დაბრუნებულა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.
ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბა. დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
გენო ოსიყმაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.