ტატუნაშვილების ოჯახი შვილის ცხედრის გადმოსვენებას უშედეგოდ ელის - თბილისში ილია მეორის წერილზე პატრიარქ კირილის პასუხს ელოდებიან

ერთ კვირაზე მეტია, ტატუნაშვილების ოჯახი შვილის ცხედრის გადმოსვენებას უშედეგოდ ელის. ჯერ კიდევ  გაურკვეველია,  როდის მოხდება ოკუპირებული ცხინვალიდან 34 წლის ყოფილი სამხედროს გადმოცემა. ასევე, ამ დრომდე უცნობია, როგორია რუსეთის საპატრიარქოს გამოხმაურება და პასუხი  ილია მეორის მიერ პატრიარქ კირილისთვის ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე  გაგზავნილ წერილზე.  ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც იმ სასულიერო პირებს, რომლებიც დღეს დაღუპულის ოჯახში ჩავიდნენ.

წილკანში იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც.  ადგილზე დილიდან მუშაობს გენო ოსიყმაშვილი და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.