9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
დილიდან ხალხმრავლობაა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე. დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად 9 აპრილის მემორიალს მოქალაქეები ყვავილებით ამკობენ. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა მიმართ მადლიერება გამოხატეს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.
https://1tv.ge/video/34-weli-9-aprilis-movlenebidan/